მიმდინარე ვაკანსია

მოლარე კონსულტანტი

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (10:00-19:00);
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5

მოლარე-კონსულტანტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია და პროდუქციის მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოწოდება;
** გაყიდული ნივთის გატარება და შემოწმება;
** ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას, პროცედურების სრული დაცვა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;
** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და დასაწყობება;
** ტვირთის საწყობიდან გამოტანა და მაღაზიაში სტანდარტების შესაბამისად განლაგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მოლარე-კონსულტანტად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
** დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: tatia.machitidze@ge.kaercher.com გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!